განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება სკოლებში 2017-2018 აკადემიური წლიდან დაიწყება.

მისი თქმით, არც ერთ რეკომენდაციაში არ არის მითითება იმაზე, რომ ტექსტში რამე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, “ანუ ის მომენტი, რაზეც ეს ადამიანები ამდენი ხანია აპელირებენ”.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ნაბიჯი და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ბენეფიციარიც არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მართლაც იყოს შეჯერებული და პოზიცია ჩამოყალიბებული. ასეთი პოზიცია ვერ იქნებოდა, თუ არ იქნებოდა შესაბამისი არგუმენტაცია, რატომ და როგორ ვაკეთებთ, რამდენად საჭიროა. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიხილავდით იმ კვლევის შედეგებს და მათ შორის, სავალალო შედებს, რომელიც გვქონდა ამ კუთხით ახალგაზრდებთან მიმართებაში. სწორედ ეს და ეროვნული სასწავლო გეგმის შედარებითი ანალიზი იყო მიზეზი, რამაც გვაფიქრებინა, რომ უმჯობესია გარკვეულ საკითხებზე აქცენტი გაკეთდეს ასეთი სტრუქტურით და არ დავრჩეთ იმ სტრუქტურით, რომლითაც დღეს ეს საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმის ფარგლებში ისწავლება”, – განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძის თქმით, შემდეგ დაიწყება მუშაობა სახელმძღვანელოზე, მასწავლებლებისთვის გადამზადების მოდელის შექმნაზე, მეთოდური მოდელის შემუშავებაზე და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ნოემბრის ინფორმაციით, საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება, განათლების სამინისტროს გეგმით, 2016-2017 სასწავლო წლიდან უნდა დაწყებულიყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება დაიწყებოდა, ცნობილი 2015 წლის თებერვალში გახდა. მაშინ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა თქვა, რომ საგნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საკუთარი პიროვნების შეგნება – პიროვნული განვითარება და იდენტობა იქნება.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s