მარტი სოციალური მუშაკების საერთაშორისო თვეა, რომელიც თეთრმა სახლმა 1984 წელს შემოიღო.

სოციალური სამუშაო, როგორც აღიარებული პროფესია, შედარებით ახალი წარმოშობისაა. თუმცა, მისი ფესვები საქველმოქმედო საქმიანობაში არის საძიებელი. პროფესიის აღმოცენება სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის საკითხს უკავშირდება და სიღარიბესა და მასთან დაკავშირებულ სოციალურ პრობლემებთან ბრძოლას ითვალისწინებს.

ღარიბთათვის სოციალური დაცვის სისტემის შექმნა პირველად მე-17 საუკუნეში ინგლისში სცადეს. ამ სისტემას საფუძვლად დედოფალ ელისაბედის “ღარიბთა კანონი” დაედო, რომლის მიხედვითაც ფინანსური შემწეობა დაწესდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მუშაობა არ შეეძლოთ.

მე-19 საუკუნეში ინგლისში სათავე დაედო “განსახლების მოძრაობას”, რომელიც ღარიბებისთვის ისეთი მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებდა, როგორიცაა თავშესაფარი, საკვები, ტანსაცმელი, დაწყებითი განათლება. პარალელურად, აშშ-ში, კერძოდ ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში ამოქმედდა “განსახლების მოძრაობა”, რომლიც ინიციატორი ჯეინ ადამსი იყო.

სოციალურ სამუშაოს, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა “ქველმოქმედების ორგანიზების საზოგადოებამ”, რომელიც 1800-1900 წლები ევროპასა და აშშ-ში გავრცელდა. ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ ზოგიერთი ღარიბი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩებოდა დამოკიდებული ქველმოქმედებაზე და არ მოიძიებდა სიღატაკიდან თავის დაღწევის საშუალებას, “ქველმოქმედების ორგანიზების საზოგადოებამ” მიზნად დაისახა, შეესწავლა ღარიბთა მდგომარეობა და ესწავლებინა მათთვის სიღარიბესთან ბრძოლის გზები.

აშშ-ში ფილადელფიის “ქველმოქმედების ორგანიზების საზოგადოებას” სათავეში მერი რიჩმონდი ჩაუდგა, რომლის ნაშრომებმაც გარდამტეხი როლი ითამაშა სოციალური სამუშაოს პროფესიად ჩამოყალიბებაში. მერი რიჩმონდის ნაშრომში, “სოციალური დიაგნოზი” პირველად განისაზღვრა სოციალური სამუშაოს ადამიანებთან უშუალო პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, მეთოდები და სოციალური სამუშაოს სხვადასხვა ტიპები. 1898 წელს სოციალური მუშაკის პროფესიაში პირველი ლექცია აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარდა.

მეოცე საუკუნის ბოლოს სოციალური სამუშაო კიდევ უფრო განვითარდა და ორიენტირებული გახდა კვლევასა და ფაქტებზე დაფუძნებულ პრაქტიკაზე. ისტორიულად ეს პროფესია განვითარდა, როგორც ღარიბთა და გლახაკთა დამცველი. ხოლო, დღეს განვითარებულ ქვეყნებში მისი მოღვაწეობის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღესდღეობით, სოციალური მუშაკები მოღვაწეობენ ისეთ სფეროში, როგორიცაა სამთავრობო უწყებები, ოჯახებსა და ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციები, სკოლები, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები, ბიზნესი, ინდუსტრია და კერძო პრაქტიკის სფერო.

საქართველოში სოციალური სამუშაო ახალბედა პროფესიაა. იგი ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად განვითარდა.

1990-იანები წლების ბოლოს არასამთავრობო სექტორმა საქართველოში სოციალური სამუშაოს ცნების დანერგვა დაიწყო. ამ მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაციის “ევრიჩაილდის” წარმომადგენლობას საქართველოში მიუძღვის, რომელმაც ბავშვებსა და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკების გადამზადების პირველი მოდელი შეიმუშავა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში სოციალური მუშაკის პრაქტიკა დანერგა.

2001 წლიდან მოქმედება დაიწყო ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” სოციალური სამუშაოს განვითარების მხარდაჭერის პროგრამამ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ადგილობრივი კვალიფიციური სოციალური მუშაკების გადამზადებაში.

2004 წელს დაარსდა საქართველოს სოციალური მუშაკთა ასოციაცია, რომელმაც მიზნად დაისახა სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა.

2005-2006 წლამდე საქართველოში სოციალური მუშაკის პროფესია უმაღლეს სასწავლებლებში არ ისწავლებოდა. ამ დროიდან საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში სოციალური სამუშაოს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა.

წყარო: სოციალური სამუშაოს პრაქტიკის საფუძვლები

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s