1916 წლის 4 მარტს ჯანეტ რანკინი ამერიკის კონგრესის პირველი ქალი წევრი გახდა.

1933 წლის 4 მარტს კი ფრენსის პერკინსმა შრომის მდივნის თანამდებობა დაიკავა და გახდა პირველი ქალი ამერიკის პრეზიდენტის კაბინეტში.

17 მაისი ჯანეტ რანკინისა და ფრენსის პერკინსის ბიოგრაფიას გთავაზობთ.

ჯანეტ რანკინი

jjj

ჯანეტ რანკინი 1880 წლის 11 ივნისს მონტანაში დაიბადა. იგი ქალების სოციალური და პოლიტიკური უფლებებისთვის იბრძოდა. ვაშინგტონში ცხოვრების პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული კონსტიტუციაში მე-19 შესწორების მიღებაში, რომლის მიხედვითაც ქალებს ხმის მიცემის უფლება ენიჭებოდათ. ვაშინგტონში ეს შესწორება 1911 წელს მიიღეს. ამის შემდეგ რანკინი მონტანაში დაბრუნდა, რათა ხმის მიცემის უფლება მონტანელ ქალებსაც ჰქონოდათ. მათ ეს უფლება 1914 წელს მიიღეს.

1916 წლის 4 მარტს რანკინი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს, რითაც ამერიკის პირველი ქალი კონგრესმენი გახდა. ჯანეტმა პოლიტიკურ კარიერაში წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც ქალების უმრავლესობას ხმის მიცემის უფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ.

რანკინი კორეასა და ვიეტნამში ამერიკის სამხედრო მოქმედებებს აკრიტიკებდა, ეწინააღმდეგებოდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებსაც.

რანკინი 1973 წლის 18 მაისს კალიფორნიაში გარდაიცვალა.

ფრენსის პერკინსი

us__en_us__ibm100__social_security__frances_perkins_remarks__620x350

ფრენსის პერკინსი 1880 წლის 10 აპრილს ბოსტონში დაიბადა და მასაჩუსეტში გაატარა. მისი მშობლები მშრომელთა უფლებების დამცველები, კონსერვატიული ღირებულებებისა და რესპუბლიკური იდეოლოგიის მომხრეები იყვნენ. 1898 წელს პერკინსმა მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში ჩააბარა.

1902 წელს ქიმიასა და ფიზიკაში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, მშობლები მოელოდნენ, რომ ის, სხვა ქალების მსგავსად, არააქტიური ცხოვრების წესს აირჩევდა: იცხოვრებდა სახლში, იმუშავებდა სკოლის მასწავლებლად და დაელოდებოდა შესაფერის კაცს, რომელსაც შემდეგ ცოლად გაჰყვებოდა, მაგრამ ფრენსის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

პერკინსი სახლიდან წამოვიდა და ილინოისში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს იგი ღარიბებთან და უმუშევრებთან სოციალურ მუშაკად მუშაობდა და სწორედ აქ იპოვა მან თავისი ცხოვრების მთავარი მოწოდება.

1907 წელს ფრენსისი ფილადელფიის კვლევით და დაცვით ასოციაციას შეუერთდა, სადაც ემიგრანტ გოგონებს ეხმარებოდა, რომ პროსტიტუციაში არ მოხვედრილიყვნენ. პარალელურად მან პენსილვანიის უნივერსიტეტის ვორტონის სკოლაში ეკონომიკა და სოციოლოგია შეისწავლა. 1910 წელს კი სოციოლოგიაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამავე წელს იგი ნიუ-იორკის მომხმარებელთა ლიგის ხელმძღვანელი გახდა და მუშების უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო.

პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის შეთავაზებით, ნიუ-იორკის მერმა, ალფრედ სმიტმა ფრენსისი ნიუ-იორკის მოქალაქეების საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის მდივნად დანიშნა. ის მალევე დააწინაურეს და შტატის სამრეწველო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. ამ თანამდებობაზე იგი 1926 წლამდე იყო.

1928 წელს პერკინსი მრეწველობის დარგის კომისარი გახდა. ამ თანამდებობის დახმარებით, ფრენსისი ამტკიცებდა სამუშაო გარემოს რეგულაციებსა და შესაბამის სოციალურ პროგრამებს. 1933 წლის 4 მარტს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი გახდა, ფრენსისმა პრეზიდენტის კაბინეტში გადაინაცვლა და შრომის მდივანი გახდა. ის იყო პირველი ქალი ამერიკის საპრეზიდენტო კაბინეტში. იგი მთელი თავისი ცხოვრება მუშათა უფლებებისთვის იბრძოდა.

იგი 1965 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s