2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის თ.ა.– ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 წლის თ.ა-მ და 17 წლის ა.ვ-მ მშობლების ინიციატივით თანაცხოვრება დაიწყეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მათგანი არასრულწლოვანი იყო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგებოდა, გამოძიება არ დაწყებულა.

თ.ა-ს მოსწავლის სტატუსი შეჩერებული აქვს. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში მშობლების მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა იკვეთება. სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არც სკოლის დირექციას მიუმართავს.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ თ.ა-ს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა სრულყოფილად არ შეისწავლა.

“სახალხო დამცველისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიების შესახებ, ასევე, არ იყო შეფასებული, რამდენად უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და როგორი იყო მისი მდგომარეობა. აღნიშნულს ადასტურებდა ის ფაქტი, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების მიერ ხაზგასმული იყო მხოლოდ ქორწინების ნებაყოფლობითობა, ხოლო კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების ირგვლივ უნდა გატარებულიყო – არ ჩანდა.

სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვნების და მათი მშობლების მიერ დაწერილი ხელწერილები, რომლებიც ადასტურებდა ბავშვის ინტერესების უგულებელყოფას და მშობლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, თუმცა ამ ხელწერილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო პრობლემის არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებდა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდებს, სრულყოფილად შეისწავლოს თ.ა-ს შემთხვევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატაროს. ამასთან, შეისწავლოს  სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხი.

ომბუდსმენმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მოუწოდა, შეისწავლოს თ.ა.-ს განათლების უფლების შეზღუდვის ფაქტის ირგვლივ, სკოლის დირექციის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საკითხი, ამასთან შეისწავლოს,  ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში რამდენად ხორციელდება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები და სათანადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s