მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორგანიზაცია იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც ლგბტ ადამიანები საფრთხის ქვეშ არიან, პროექტებს არ დააფინანსებს.

ჯიმ იონგ კიმმა ეს განცხადება “ეკონომისტის” ორგანიზებით 3 მარტს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე “Pride and Prejudice” გააკეთა. კონფერენცია ლონდონში, ნიუ იორკსა და ჰონგ კონგში ერთდროულად მიმდინარეობდა. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისა და ფინანსური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ლგბტ საკითხები განიხილეს.

მსოფლიო ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს სიღარიბის დაძლევისა და განვითარებისთვის სესხებით უზრუნველყოფს.

ჯიმ იონგ კიმმა ახსნა, რატომ შეწყვიტა ბანკმა პროექტების დაფინანსება უგანდაში:

“2014 წელს უგანდაში მიიღეს ანტიჰომოსექსუალური კანონი, რომელიც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე აქ მოქმედი სხვა კანონები.

კანონის მიხედვით, ჰომოსექსუალები სამუდამო პატიმრობით ისჯებიან. უგანდაში ასევე აუცილებელია, მთვრობას შეატყობინო იმ ადამიანის შესახებ, ვინც შესაძლოა იყოს ჰომოსექსუალი. 

ჩვენ სწორედ მაშინ ვგეგმავდით, უგანდაში საავადმყოფოების განვითარებისთვის 90 მილიონიანი სესხი დაგვემტკიცებინა. 

მე ექიმი ვიყავი, პროფესიით დიდხანს ვმუშაობდი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

მაგრამ ჩვენ ყველაფერი ყურადღებით შევისწავლეთ. აღმოვაჩინეთ, რომ უგანდის კლინიკებში ჰომოსექსუალი ადამიანები შესაძლოა ძალიან დიდი დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ. მათი დაფინანსებით ჩვენ შესაძლოა საფრთხე შეგვექმნა ლგბტ ადამიანებისთვის, ამიტომაც სესხის გაცემის პროცესი შევაჩერეთ.

მაშინ ბევრი მეუბნებოდა, რომ გიჟი ვარ. ამ გადაწყვეტილებამ უამრავი ადამიანი უარყოფითად განაწყო. ჩემი თანამშრომლების დიდი ნაწილი სესხის შეჩერებას ეწინააღმდეგებოდა.

მსგავსი კანონი მსოფლიოს 81 ქვეყანას ჰქონდა. და რა გამოდის, რომ ჩვენ სესხს ვაძლევთ ყველა ქვეყანას მიუხედავად იმისა, თუ როგორი კანონები აქვს მას?

ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკურად განვსაჯოთ ისინი და ამას არც ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ ყურადღება იმ პრინციპებს მივაპყროთ, რომელიც მნიშვნელოვანია, პრინციპს, რომ თუ ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არა მხოლოდ დისკრიმინაციას, არამედ საშიშროებას წარმოშობს, რატომ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ და ვთქვათ “არა”?

ბევრმა ქვეყანამ დაგმო უგანდაში არსებული ვითარება, მაგრამ აქ ფული მაინც შედიოდა. ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც ფულის შედინება შეწყვიტა.

უგანდელები ძალიან გაბრაზდნენ. მაგრამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ამის შესახებ საბჭოსაც ვუთხარი.

ერთ-ერთი იმედის მომცემი რამ, რაც მოხდა, ის იყო, რომ ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა პრემიერმინისტრის დანაბარები გადმომცა. პრემიერს სურდა მცოდნოდა, რომ პარლამენტში ჰომოსექსუალების შესახებ “დარკონული” კანონპროექტის განხილვა იგეგმებოდა, მაგრამ ის ვეტოს უფლებას გამოიყენებდა და კანონპროექტი არასდროს იქცეოდა კანონად.

მე ვალდებული ვიყავი, წინააღმდეგობა გამეწია დისკრიმინაციისთვის და ამისთვის მაქსიმალურად გამომეყენებინა არსებული წესები და რეგულაციები.

ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, არის ის, რომ გარანტიების ახალ ვერსიაში არ ჩაგვიწერია, რომ ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის მიმართ ტოლერანტულები არ ვიქნებით.

ეს ახალი რეგულაციაა და ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდეს”, – თქვა ჯიმ იონგ კიმმა. 

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s