საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას მრევლს გაჭირვებული ადამიანებისთვის სახლის შესაძენად ფულის შეგროვება დაავალა. ილია მეორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ინტელიგენციას, ანუ იმ ადამიანებს უნდა მიექცეს, ვისაც თხოვნა და ვაჭრობა არ შეუძლია.

მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი მოვაწყოთ გაჭირვებული ადამიანებისთვის თავშესაფარად. განსაკუთრებით, მე ვფიქრობ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, რომლებსაც არ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს.

ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება”, – თქვა პატრიარქმა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s