“არა გაზპრომს”, – ამ მოთხოვნით თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ კომპანია გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები გააპროტესტეს.

აქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა.

“ჩვენ გვსურს, ვუთხრათ არა გაზპრომს, ჩვენ არ გვსურს, რაიმე ფორმით, განსაკუთრებით ენერგეტიკის კუთხით დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე, რადგან ის ამას ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს. მით უმეტეს, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები იმ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებას და ხალხს ეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ”, – ამბობს აქციის მონაწილე ამალია ფაჩულია. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ჯაჭვი საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მომავლის დასაცავად შეიკრა.

“ჩვენ შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მომავალი. ჩვენ ყველანი ვართ მოწმე იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და განსაკუთრებით მისი უმსხვილესი კერძო აქციონერი, ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებისგან მალულად, ფარულად, ჩვენს ზურგს უკან ეფლირტავება და ელაპარაკება გაზპრომს. როდესაც ეს ამბავი გაცხადდა, მათ დაიწყეს სხვდასხვა ვერსიის მოწოდება საზოგადოებისთვის. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ მათი თავდაპირველი განზრახვის შესრულება. თავდაპირველი განზრახვა კი არის ის, რომ საქართველოში დაბრუნდეს გაზპრომი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც კოლაბორაციონისტულად არის განწყობილი რუსეთის მიმართ, სურს, რუსეთის მიმართ გაატაროს მაამებლური პოლიტიკა, დათმოს ჩვენი ეროვნული ინტერესები, თემები, რომელიც მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობაში და ახლა, რაც სასიცოცხლოა ჩვენთვის, დააბრუნოს გაზპრომი საქართველოში. ყველას გვახსოვს, გაზპრომი რას ნიშნავს, ყველამ იცის, რომ გაზპრომი არის რუსეთის იმპერიის პოლიტიკური იარაღი”, – თქვა ზაზა ბიბილაშვილმა. 

საქართველო რამდენიმე თვეა რუსულ კომპანია “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს.

5 მარტს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ თქვა, რომ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები დასრულდა და კომპანიასთან თანამშრომლობის პირობები უცვლელი დარჩა: საქართველო რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტს განახორციელებს და სანაცვლოდ გატარებული გაზის 10%-ს მიიღებს. თუმცა, შეთანხმება ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის.

IMG_6114IMG_6115IMG_6118IMG_6121IMG_6124IMG_6127IMG_6130IMG_6133IMG_6134IMG_6139IMG_6143IMG_6146IMG_6151IMG_6161IMG_6171IMG_6184IMG_6192

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s