ჰომოფობიის სოციო-კულტურული ასპექტები – ამ თემაზე თავისუფალ უნივერსიტეტში იდენტობას ორგანიზებით ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორის, თათა ცოფურაშვილის საჯარო ლექცია უნდა გაიმართოს.

ლექცია 14 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ღონისძიების დაწყება ვერ ხერხდება, რადგან მის ჩატარებას მართლმადიდებელი ექსტრემისტები ეწინააღმდეგებიან.

ლექციის ჩაშლის მსურველთა რიცხვი 10-ზე მეტია. ისინი ცოფურაშვილს ლექციის წაკითხვის საშუალებას არ აძლევენ და ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა და ის თემები, რაზეც ამ აუდიტორიაში უნდა იმსჯელონ, ქართველობას და მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება და რომ “სექსუალური ორიენტაცია მთელს მსოფლიოში არის მარტო ერთი”. მათივე თქმით, “ISIS და ალ კაიდა იდენტობაზე უკეთესი ორგანიზაციებია”.

ლექცია პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში ტარდება და კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. პროექტი მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

პროექტის ფარგლებში აღნიშნული თემატიკაზე საჯარო ლექციების ჩატარება საქართველოს სხავდასხვა უნივერსიტეტში არის დაგეგმილი.

თუმცა, იდენტობას პროექტის განხორციელებისას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. რამდენიმე უნივერსიტეტმა, მაგალითად სეუ-მ ლექციისთვის აუდიტორიის გამოყოფაზე უარი განაცხადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი რამდენიმე კვირის წინ უარი თქვა აუდიტორია დაეთმო ეროვნული ლგბტ კონფერენციისთვის, რადგან გიორგი გაბედავამ, რომელიც ჰომოფბიური და ექსტრემისტული დამოკიდებულებებით გამოირჩევა, კონფერენციის ჩატარება გააპროტესტა. გენდერის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ლგბტ საკითხების კვლევას შეეხებოდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. […] “ისინი ცოფურაშვილს ლექციის წაკითხვის საშუალებას არ აძლევენ და ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა და ის თემები, რაზეც ამ აუდიტორიაში უნდა იმსჯელონ, ქართველობას და მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება და რომ “სექსუალური ორიენტაცია მთელს მსოფლიოში არის მარტო ერთი”. მათივე თქმით, “ISIS და ალ კაიდა იდენტობაზე უკეთესი ორგანიზაციებია” – წერს 17 მაისი. […]

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s