“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”, – ეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

კოალიციის პოლიტსაბჭოზე, დღეს სწორედ ქორწინებასთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების საკითხს განიხილეს.

თუმცა, პრემიერისვე თქმით, კოალიცია ნებისმიერი სახლის დისკრიმინაციის წინააღმდეგია.

“კოალიცია “ქართული ოცნების” დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანის შესახებ განცხადება თავდაპირველად ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის მარტში გააკეთა.

მას შემდეგ ეს თემა დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. ბოლოს საკითხი აქტუალური რამდენიმე კვირის წინ იყო, როდესაც მოძრაობა “ეროვნულებმა” კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების შესახებ ცვლილებების შეტანა მოითხოვეს და შესაბამისი ცვლილების პარლამენტში პროცედურის დასაწყებად დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებაც სცადეს, თუმცა საჭირო 76 ხმის მოგროვება ვერ შეძლეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s