ჰომოფობიის სოციო-კულტურული ასპექტები – ამ თემაზე თავისუფალ უნივერსიტეტში იდენტობას ორგანიზებით ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორის, თათა ცოფურაშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ლექციის ჩატარება მართლმადიდებელი ექსტრემისტების გამო ვეღარ მოხერხდა.

“ფაქტობრივად მოვიდა ექსტრემისტული ჯგუფი. მმკ-ის წარმომადგენლები, მათ შორის, ერთ-ერთი არის პოლიტ. პატიმრის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელიც ადრე ტელევიზიის “კავკასია” დარბევაში მონაწილეობდა და შემდეგ გამოუშვეს ციხიდან. იგი რეალურად ხელმძღვანელობს ამ დებოშს, რომელსაც ჩვენ 2 საათია ვისმენთ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ისინი მოვიდნენ ლექციის ჩასაშლელად . ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ლექცია არ უნდა გაიმართოს. ჩემი ლექცია იყო ჰომოფობიის სოციო-კულტურული ასპექტების შესახებ, ანუ უნდა განმეხილა ჰომოფობიური ნარატივის ჩამოყალიბება, როგორ მოხდა და რა კულტურულმა და სოციალურმა პირობებმა განაპირობა ეს. თუმცა, რეალურად ლექციის ჩატარების საშუალება არ მოგვეცა”, – აღნიშნა თამარ ცოფურაშვილმა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით, ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველები აუდიტორიიდან გაეყვანა.

ლექცია პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში ტარდება და კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. პროექტი მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

პროექტის ფარგლებში აღნიშნული თემატიკაზე საჯარო ლექციების ჩატარება საქართველოს სხავდასხვა უნივერსიტეტში არის დაგეგმილი.

თუმცა, იდენტობას პროექტის განხორციელებისას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. რამდენიმე უნივერსიტეტმა, მაგალითად სეუ-მ ლექციისთვის აუდიტორიის გამოყოფაზე უარი განაცხადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი რამდენიმე კვირის წინ უარი თქვა აუდიტორია დაეთმო ეროვნული ლგბტ კონფერენციისთვის, რადგან გიორგიგაბედავამ, რომელიც ჰომოფბიური და ექსტრემისტული დამოკიდებულებებით გამოირჩევა, კონფერენციის ჩატარება გააპროტესტა. გენდერის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ლგბტ საკითხების კვლევას შეეხებოდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s