თურქეთის პოლიციამ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქალების მსვლელობა რეზინის ტყვიებით დაარბია.

ადამიანების ჯგუფმა აქცია ქალთა საერთაშორისო დღემდე ორი დღით ადრე გამართა. აქციის მონაწილეები სტამბოლის გუბერნატორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ქალთა საერთაშორისო დღე სტამბოლში უსაფრთხოების ზომების არ არსებობის გამო არ აღინიშნება.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღება ქალთა საკითხებისკენ მიემართათ, რადგან გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის ინდექსით თურქეთი 138 ქვეყნიდან 77-ე ადგილს იკავებს.

სტამბოლის აზიურ ნაწილში, კადიკოის მოედანზე აქციის მონაწილეები სლოგანებითა და ბანერებით გამოვიდნენ. ისინი ქალების სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე აპელირებდნენ.

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა აქცია რეზინის ტყვიებით დაარბიეს.

“ჩვენ ვერც პოლიცია და ვერც მთავრობა ვერ შეგვაჩერებს. 8 მარტს მაინც გამოვალთ და აქციას აუცილებლად გავმართავთ. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ჩვენ აქ ვართ და ყოველთვის ვიქნებით. სწორედ ესაა ქალების ძალა”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გარდა სტამბოლისა, შეტაკებები იყო ანკარაშიც, სადაც ათეულობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა.

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში მკვეთრად შეიზღუდა მშვიდობიანი შეკრების უფლება და ამის ფონზე გაიზარდა პოლიციელებისა და მოსამართლეების უფლებამოსილებები.

თურქეთის მთავრობას ქალების უფლებებისა და მდგომარეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო ხშირად აკრიტიკებენ. თურქეთში ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი მაღალია, საჯარო სფეროში ქალთა მონაწილეობა და ჩართულობა კი დაბალი. ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

წყარო: www.reuters.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s