დღეს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ქალთა პასიური საარჩევნო ხმის მიცემის უფლება და გენდერული თანასწორობა იყო.

აქციაში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ კვოტირების შემოღებას. აქციის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლოთ დეპუტატებისთვის წერილების მიწერა სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ყუთების საშუალებით, რომლებზეც პარლამენტის ყველა დეპუტატი იყო გამოსახული.

12837272_1570282826594940_1023456998_o

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და “ქალთა მოძრაობის” წარმომადგენელი, ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ ქალები საქართველოს მოსახლეობის 52%-ს წარმოადგენენ, შესაბამისად, აუცილებელია, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. იგი აღნიშნავს, რომ დღეს არსებული კანონებითა და ბიუჯეტის გადანაწილებით, ვერ ხდება ქალთა პრობლემების ადეკვატური მოგვარება.

“ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტიდან და ხელისუფლებიდან. ჩვენ უნდა შეგვეძლოს დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი ინტერესები, ჩვენი უფლებები და ინტერესები არ არის პრიორიტეტული პარლამენტისთვის და მხოლოდ მაშინ გახდება პრიორიტეტული, როცა ჩვენ, ქალებს, გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ჩვენი სახელით. ჩვენ მაგივრად ვერ დაწერენ კანონებს. ჩვენ მაგივრად ვერ გაანაწილებენ ბიუჯეტს. კანონმდებლობის გარდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბიუჯეტის გადანაწილებაა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალი არის ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ძალადობას, აქ მხოლოდ შსს და პოლიცია არ კმარა. აუცილებელია სოციალური მუშაკი, ექიმი, ფსიქოლოგი და ეს ყველაფერი არ იქნება, სანამ ამისთვის ბიუჯეტიდან არ იქნება თანხები გამოყოფილი. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ქალები თვითონ უნდა ვიყოთ პარლამენტში, რომ შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა. სხვა ამას ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს”, – აღნიშნავს იგი.

ბაია პატარაია კვოტირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტირების კანონპროექტს, რათა შემდეგ მოსახლეობამ გაიგოს, რომელმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კვოტირების შემოღებას და რომელმა არა.

“ ეს დაგვეხმარება იმაში, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი. 2016 წელი საარჩევნო წელია. შემოდგომაზე ჩვენ ვირჩევთ პარლამენტს, ამიტომ, უნდა ვიცოდეთ ვინ იბრძვის ქალების უფლებებისთვის, გენდერული თანასწორობისთვის და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, ვის მივცეთ ხმა”, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

საქართველოს პარლამენტის წინ “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ “დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი”, რომელთაც სარვამარტო მსვლელობა მოაწყვეს. აქცია ფილარმონიის წინ დაიწყო და საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან დასრულდა. მათი ძირითადი მოთხოვნა მარგინალიზებული ჯგუფების წევრების შრომითი უფლებების დაცვა იყო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

2 Comments

  1. გენდერული ნიშნით კვოტირების შემოღება, ადამიანის ღირსების დამამცირებელია.
    რომ გვეკითხა თამარ მეფისთვის, მარგრეტ ტეტჩერისთვის, ჰილარი კლინტონისთვის, ჩვენი სახელოვანი პოლიტიკოსი, მეცნიერი, ხელოვანი ქალბატონებისთვის, – საჭიროებენ თუ არა ისინი კვოტებს, კაცებთან კონკურენციის მოსაგებად, რას გვიპასუხებდნენ?
    ჭირდებოდათ კვოტა მარო მაყაშვილს, ნადეჟდა სავჩენკოს დამპყრობლის არმიასთან საბრძოლველად?
    თუკი ჩვენ არ შემოგვაქვს კვოტები დისერტაციის დაცვის, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების დროს, მართვის უფლების აღების დროს, მაშინ რატომ გვსურს კვოტას შემოტანა სახელმწიფოს მართვის უფლებაზე?
    არსებობს თუ არა სხვა გზა იმისთვის, რომ ქალთა უფლებები იყოს დაცული, პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე?
    ასეთი კვოტები თუ არსებობს სადმე, სადაც ქალთა უფლებები დაცულია, მაგალითად ევროპაში, აშშ-ში?
    ამას მგონი პოზიტიურ დისკრიმნაცის არქმევენ, არა?
    მახსოვს საბჭოთა გაზეთებში ხშირად ქვეყნებოდა ხოლმე დისკრიმინაციული სტატისტიკა, მაგალითად – სსრკ უმაღლეს საბჭოში არჩეულია ამდენი და ამდენი პროცენტი – მეცნიერი, მასწავლებელი, საზოგადო მოღვეაწე, კოლმეურნე,,,და ქალი. ისე გამოდიოდა თითქოს ქალები არ იგულისხმებოდნენ მეცნიერების, მასწავლებლების, კოსმონავტების, ანუ ზოგადად ადამიანების შემადგენლობაში, და რაღაც ცალკე კატეგორიად მოიაზრებოდნენ.
    შეიძლება თუ არა ჩვემ გავხდეთ ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა, თუ ქალთა უფლებების დაცვა უკავშირდება პოზიტიური დისკრიმინაციის დაკანონებას?
    შესაძლებელია თუ არა ქალთა უფლებების დაცვა ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული პოზიტიურ დისკრიმინაციასთან, ქალთა ღირსების დამამცირებელი კვოტების შემოღებასთან?
    “ქალთა მოძრაობის” და “დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის” წევრებს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, “ყოფილ პარლამენტთან” ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ნადეჟდა სავჩენკოს უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით!

    Like

    პასუხი

  2. გენდერული ნიშნით კვოტირების შემოღება, ადამიანის ღირსების დამამცირებელია.
    რომ გვეკითხა თამარ მეფისთვის, მარგრეტ ტეტჩერისთვის, ჰილარი კლინტონისთვის, ჩვენი სახელოვანი პოლიტიკოსი, მეცნიერი, ხელოვანი ქალბატონებისთვის, – საჭიროებენ თუ არა ისინი კვოტებს, კაცებთან კონკურენციის მოსაგებად, რას გვიპასუხებდნენ?
    ჭირდებოდათ კვოტა მარო მაყაშვილს, ნადეჟდა სავჩენკოს დამპყრობლის არმიასთან საბრძოლველად?
    თუკი ჩვენ არ შემოგვაქვს კვოტები დისერტაციის დაცვის, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების დროს, მართვის უფლების აღების დროს, მაშინ რატომ გვსურს კვოტას შემოტანა სახელმწიფოს მართვის უფლებაზე?
    არსებობს თუ არა სხვა გზა იმისთვის, რომ ქალთა უფლებები იყოს დაცული, პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე?
    ასეთი კვოტები თუ არსებობს სადმე, სადაც ქალთა უფლებები დაცულია, მაგალითად ევროპაში, აშშ-ში?
    ამას მგონი პოზიტიურ დისკრიმნაცის არქმევენ, არა?
    მახსოვს საბჭოთა გაზეთებში ხშირად ქვეყნებოდა ხოლმე დისკრიმინაციული სტატისტიკა, მაგალითად – სსრკ უმაღლეს საბჭოში არჩეულია ამდენი და ამდენი პროცენტი – მეცნიერი, მასწავლებელი, საზოგადო მოღვეაწე, კოლმეურნე,,,და ქალი. ისე გამოდიოდა თითქოს ქალები არ იგულისხმებოდნენ მეცნიერების, მასწავლებლების, კოსმონავტების, ანუ ზოგადად ადამიანების შემადგენლობაში, და რაღაც ცალკე კატეგორიად მოიაზრებოდნენ.
    შეიძლება თუ არა ჩვემ გავხდეთ ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა, თუ ქალთა უფლებების დაცვა უკავშირდება პოზიტიური დისკრიმინაციის დაკანონებას?
    შესაძლებელია თუ არა ქალთა უფლებების დაცვა ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული პოზიტიურ დისკრიმინაციასთან, ქალთა ღირსების დამამცირებელი კვოტების შემოღებასთან?
    “ქალთა მოძრაობის” და “დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის” წევრებს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, “ყოფილ პარლამენტთან” ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ნადეჟდა სავჩენკოს უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რა არის ეს გულგრილობა ქალის უფლების დარღვევის ყველაზე სასტიკი შემთხვევის მიმართ, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაშფოთა?

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s