ქალთა მოძრაობის მიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე “თავისუფალი დემოკრატების“, ლიდერი ირაკლი ალასანიაც იმყოფებოდა, რომელიც აცხადებს, რომ მხარს უჭერს კვოტირების სისტემას და თავის პარტიაში 30%-იან კვოტირების სისტემას ამკვიდრებს.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა. იმიტომ, რომ ქალთა ხმა პოლიტიკაში, ძლიერი ქალების მონაწილეობით, უნდა გაიზარდოს. დღეს საქართველოს პარლამენტში ქალთა ხმების სიმცირეა, რაც ძალიან უსამართლოა. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები“, მაგალითს ვაძლევთ სხვა პარტიებს და ჩვენს პარტიაში  30%-იან კვოტას ვამკვიდრებთ. ჩვენს პარტიაში ქალთა ხმისა და ქალთა ძალის 30%-ზე ნაკლები წარმომადგენლობა არ იქნება“, – აცხადებს ალასანია.

ალასანიას ასევე აღნიშნავს, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი ჯგუფის ადამიანის, მათ შორის ლგბტ პირთა მიმართ ძალადობას.

“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობისა და თავზე მოხვევის. ეს არის საზოგადოება, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველას უფლება გარანტირებული უნდა იყოს კანონითა და საზოგადოებრივი განწყობებით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დღეს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ქალთა პასიური საარჩევნო ხმის მიცემის უფლება და გენდერული თანასწორობა იყო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s