ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თუ ეს საკითხი პარლამენტში განიხილება, თავისუფალი დემოკრატები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ ეს საკითხი პარლამენტში განიხილება. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ჩვენი ხმები არ ეყოფა, მაგრამ ჩვენი ხმები ამ ცვლილებას ექნება”, – თქვა ჩიქოვანმა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

სამოქალაქო კოდექსში კი ნათქვამია, რომ “ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”.

კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანის შესახებ განცხადება თავდაპირველად ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის მარტში გააკეთა.

მას შემდეგ ეს თემა დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. ბოლოს საკითხი აქტუალური რამდენიმე კვირის წინ იყო, როდესაც მოძრაობა “ეროვნულებმა” კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების შესახებ ცვლილებების შეტანა მოითხოვეს და შესაბამისი ცვლილების პარლამენტში პროცედურის დასაწყებად დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებაც სცადეს, თუმცა საჭირო 76 ხმის მოგროვება ვერ შეძლეს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s