არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” 2016 წლის 7 მარტს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში თათა ცოფურაშვილის საჯარო ლექციის ჩაშლას ეხმაურება და ამბობს, რომ ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ლექციის ჩატარება.

“იდენტობას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს წინასწარ შეუთანხმდა ლექციის ჩასატარებლად სივრცის დათმობის შესახებ. ხოლო, 7 მარტს, დილით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლექციის ორგანიზატორს აცნობა, რომ უნივერსიტეტში მივიდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ლექციის ჩაშლით იმუქრებოდა.

“ამ გაფრთხილების შემდეგ, “იდენტობამ” გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციისთვის მიემართა. თუმცა, თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლექციის ორგანიზატორს უთხრა, რომ უნივერსიტეტი თავად იზრუნებდა ლექციის უსაფრთხო ვითარებაში ჩატარებაზე. კერძოდ, “იდენტობამ” უნივერსიტეტის წარმომადგენლის მხრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ დაცვაც და პოლიციაც უკვე გაფრთხილებული იყო და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლექციაზე არ შეუშვებდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ლექცია დანიშნულ დროს არ დაწყებულა, რადგან აუდიტორია აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა დაიკავა.

“იდენტობა”-ს თანამშრომლებმა სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ ეს იყო საჯარო ლექცია და ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება მსურველებისთვის ლექციაზე დასწრება აეკრძალა. საბოლოოდ, ლექციის ჩატარება შეუძლებელი გახდა და ის ჩაიშალა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ცალკეული თანამშრომლების მიერ შემდგომში გაკეთებული განცხადებები მცდარია, ვინაიდან, მათი ვერსიით, “იდენტობამ” ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება და ვერ შეძლო პროვოკაციის პრევენცია.

“გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2016 წლის 7 მარტს განვითარებული მოვლენები არ არის ერთჯერადად მომხდარი ფაქტი. ბოლო 2 კვირის მანძილზე ეს იყო რიგით მეორე შემთხვევა, როდესაც სიძულვილით განწყობილი ჯგუფების მუქარის გამო ხდება “იდენტობას” მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მიზანმიმართულად ჩაშლა.

აღნიშნული ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ “იდენტობას” ყოველგვარი საჯარო სივრცე შეუზღუდონ. ამის ნათელი მაგალითია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი “ლგბტ საკითხებში მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენციაც”, რომელიც თებერვლის თვეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ში უნდა ჩატარებულიყო. უნივერსიტეტმა, “ეროვნული ფრონტის” მუქარის გამო, კონფერენციის წინა ღამეს სივრცის გამოყოფაზე უარი განაცხადა, რის გამოც ორგანიზაცია იძულებული გახდა კონფერენცია სასწრაფო წესით შეზღუდულ სივრცეში – ორგანიზაციის ოფისში ჩაეტარებინა.

ნათელია, რომ ამ სახის დესტრუქციული ქმედებები უკვე სისტემატურ ხასიათს ატარებს და ჩვენი ორგანიზაციის შემდგომი ღონისძიებების ჩატარება საფრთხის ქვეშ დგას”, – ნათქვამია განცხადებაში.

“იდენტობა” მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირდაპირ ან ირიბად არ შეუზღუდონ საჯარო სივრცეები, იყვნენ ორგანიზაციის მიმართ სოლიდარულები და არ იყვნენ ტოლერანტულები უმცირესობათა ჯგუფების ჩაგვრის მიმართ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s