“კანონით ქორწინება რეგულირდება, უბრალოდ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ეს ავიტანოთ კონსტიტუციაში, რადგან თქვენ ხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი კი ემსახურება მიზანს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება თანაბრად იყოს დაცული.

“ქვეყანაში არის გარკვეული ჯგუფები, ვინც ამ სენსიტიურ, ძალიან მნიშვნელოვან თემას იყენებს სათავისოდ, აძლევს სხვა ინტერპრეტაციას. იყენებენ ევროპული ღირებულებების, იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ თემით დასრულდეს სპეკულირება”, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით გამოიკვეთა ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებს და საქართველოს დასავლური კურსისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

“ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და ამ კურსის მთავარი გამტარებელი არის საქართველოს მთავრობა. გვინდა, რომ რაიმე სახით არ იყოს დაზიანებული ეს მიმართულება. ამიტომ, იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიღებული, ზუსტად ასახავს და იცავს იმას, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები იქნება თანაბრად დაცული, ამის გარანტი არის მიღებული კანონმდებლობა და საქართველოს მთავრობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s