დავით ლორთქიფანიძე: “აქ საუბარი არ არის ერთსქესიანთა ქორწინებაზე და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა, ეს არ იხილება. საუბარია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნას ცვლილება, სადაც ოჯახი იქნება განსაზღვრული, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა. ეს საქართველოს კონსტიტუციაში არ წერია.

ვიცი, რომ საქართველოში ეს ძალიან აქტუალურია და მე სპეციალურად წამოვიღე საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, სადაც 36-ე მუხლში წერია: “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას”. მეორე და მესამე პუნქტია, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. ანუ, პირველ პუნქტში საუბარია მეუღლეთა, მაგრამ სამოქალაქო კოდექსში ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობა.

ჩვენ გვინდა, ქართულ ოცნებას, რომ კონსტიტუციაში შეტანილ იქნას ცვლილება და სადაც წერია მეუღლეთა უფლებები ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის თანასწორობასა და ნებაყოფლობით შექმნილ ოჯახს. ეს უნდა იყოს შეტანილი და ამით ახალი და განსაკუთრებული არაფერი შემოდის. ის, რაც სამოქალაქო კოდექსში არის ფიქსირებული, ეს თუ კონსტიტუციაში შევიტანეთ, ამას კიდევ უფრო მაღლა აწევს და გაამყარებს.

რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, მე არამგონია, რომ დღეს საქართველოში მაგის აუცილებლობა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაში ეს აუცილებლობა არ დადგება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუნდაც ის პოზიცია, რომ ჩვენ არანაირი საერთაშორისო ნორმა არ გვავალდებულებს, რომ ეს საკითხები იყოს განსაზღვრული. ვფიქრობ, რომ ამითი არაფერი არ შავდება. პირიქით, ხელს შევუწყობთ საზოგადოების… ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს, რომ ქორწინება იყოს ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე აგებული სამართლებრივი აქტი. საზოგადოება გარკვეულწილად დამშვიდდეს და დაწყნარდეს, ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა იქნება რელევანტური

ინიცირება არ იქნება პრობლემა, ჩვენ 76 ხმის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ საკითხია თუ რამდენად მოხერხდება ამ საკითხის გატანა. შემდგომი პროცედურა 113 ხმის მიღებას, რომელიც ვფიქრობ, გაჭირდება, მაგრამ გონივრული მიდგომის შემთხვევაში, ვფიქრობ, პარლამენტში მოიძებნება ინდივიდები, რომლებიც მიიღებენ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას.

ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობების უფლებები იქნება დარღვეული. მადლობა უფალს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა უმცირესობის უფლება არის და იქნება დაცული. ამაზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება არ იქნება სწორი”. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე. ჟურნალისტებთან საუბარში. 9 მარტი. 2016

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s