საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მხარს არ დაუჭერს.

რატიანის თქმით, კონსტიტუცია მოზარდებისთვის განმარტებითი ლექსიკონი არ არის.

“იგივე წარმატებით შეიძლებოდა ყოფილიყო განმარტებული დედა, მამა და კიდევ სხვა ათასი რამ. “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც რეალურად უნდა აკეთებდეს. ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, ეკონომიკური კრიზისია და “ქართული ოცნება” ისეთი ინიციატივებითაა დაკავებული, როგორიცაა მაგალითად, რელიგიური გრძნობების შესახებ კანონი. ამ ადამიანებს სხვა არც ერთი ინიციატივა არ გაუკეთებიათ და ეს მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ასეთი უცნაური გამოხატულებაა. ქართულმა ოცნებამ თავის მოღვაწეობა გახსოვთ, ალბათ, 3 წლის წინ ბუსუსებიანი პრეზერვატივის შესახებ კანონით დაიწყო და ამთავრებს განმარტებებით. ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცნაირად გადაფარონ თავიანთი სრული უმოქმედობა. მეორეს მხრივ, ესაა პრორუსული და ანტიდასავლური დისკურსი, რომელიც მათი მოღვაწეობის მთავარი ნიშა. ამ თამაშში მონაწილეობაც კი ჩვეულებრივი პოლიტიკოსისთვის შეურაცხმყოფელია. “ნაციონალური მოძრაობა” ამ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს”, – განუცხადა რატიანმა “17 მაისს”.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე კოალიცია “ქართული ოცნება” ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერას გეგმავს. აღნიშნული პროექტი შესაძლოა, 14 მარტის ბიუროს სხდომაზე შევიდეს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s