თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ნადია სავჩენკოს დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა რუსეთს მოუწოდეს, რომ სავჩენკო დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან.

რუსეთის საელჩოსთან მისულ აქციის მონაწილეებს ნადია სავჩენკოს ფოტოები და კიევის დროშა ჰქონდათ მიტანილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს და თემის აქტუალიზებას შეუწყობს ხელს.

“ნადია სავჩენკოს თავისუფლების საკითხი არის თავისუფალი სამყაროს ღირსების საქმე. რუსეთის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცით. დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არასწორია და დასავლეთი რუსეთს მისთვის გაუგებარ ენაზე ელაპარაკება. სამწუხაროდ, ახლა გაჩნდა ძალიან მწირი სტატიები დასავლურ პრესში ნადია სავჩენკოზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გლობალური აქცია ხელს შეუწყობს ამ თემის აწევას საერთაშორისო პრესაში“, – განუცხადა “17 მაისს” ჩერგოლეიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ცაში ფრანები გაუშვეს, რომელზეც სავჩენკო იყო გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ ნადია სავჩენკოს, რომელიც უკვე წელზე მეტია დაკავებულია და რუსეთში იმყოფება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

12834485_1570512579905298_201716684_n

12071751_1570512606571962_1694808717_n

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s