“თავისუფალი დემოკრატები” ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტის თანაავტორები გახდნენ.

ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტს ხელი პარტიის 4-მა წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორი დოლიძემ და დავით ონოფრიშვილმა მოაწერა.

რამდენიმე თვის წინ “17 მაისთან” თავისუფალმა დემოკრატებმა თქვეს, რომ ისინი ქორწინების თანასწორობას არ ემხრობიან, რადგან მათთვის ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება მიუღებელია.

თუმცა, პარტიის წევრები ეთანხმებოდნენ საქართველოში არსებული კანონმდებლობის არსს და მისი შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ.

საკონსტიტუციო წინადადების პროექტის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 7 მარტს მიიღო.

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შესაძლოა, 14 მარტის ბიუროს სხდომაზე შევიდეს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანის შესახებ განცხადება თავდაპირველად ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის მარტში გააკეთა.

მას შემდეგ ეს თემა დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. ბოლოს საკითხი აქტუალური რამდენიმე კვირის წინ იყო, როდესაც მოძრაობა “ეროვნულებმა” კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების შესახებ ცვლილებების შეტანა მოითხოვეს და შესაბამისი ცვლილების პარლამენტში პროცედურის დასაწყებად დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებაც სცადეს, თუმცა საჭირო 76 ხმის მოგროვება ვერ შეძლეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s