“მატრიცას” ტრილოგიის რეჟისორი, ენდი ვაჩოვსკი ტრანსგენდერ ქალად დაქამინგაუთდა.  მისი სახელი ამიერიდან არა ენდი, არამედ ლილია.

ლილის დამ და საქმიანმა პარტნიორმა ლანამ ანალოგიური ქამინგ აუთი ოთხი წლის წინ გააკეთა.

ლილის თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ მისი გენდერის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გამჟღავნდებოდა. ამიტომ ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.

ლილის თქმით, მასთან Daily Mail-ის წარმომადგენელი მივიდა და ფოტოს გადაღების ნებართვა ითხოვა, ასევე სთხოვა საკუთარი ისტორიის საჯაროდ გაზიარება.

ლილიმ Daily Mail-ი ტრანსგენდერთა საკითხების გაშუქების გამო გააკრიტიკა.

“ეს იყო “ახალი ამბების” სააგენტო, რომლებმაც დიდი როლი ითამაშა ტრანსგენდერი ქალის, დიდ ბრიტანეთში დაწყებითი სკოლის მასწავლებლის, ლუსი მედოუს საჯარო ქამინგ აუთში. ახლა კი ისინი ჩემი სახლის კართან იდგნენ, ალბათ იმისთვის, რომ ეთქვათ: “აი აქ კიდევ ერთი ტრანსგენდერია. მოდი, გამოვათრიოთ ის გარეთ და შევხედოთ… ასე რომ, დიახ, მე ტრანსგენდერი ვარ და დიახ, მე დავასრულე ტრანზიცია”.

ლილი ვაჩოვსკის ამ განცხადების შემდეგ, GLAAD-ის (გეებისა და ლესბოსელების ალიანსი ცილისწამების წინააღმდეგ) ტრანსგენდერი მედიის პროგრამების დირექტორმა, ნიკ ადამსმა განცხადება გამოაქვეყნა და იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომლებიც მედიამ ტრანსგენდერთა საკითხებზე მუშაობის დროს უნდა გაითვალისწინოს.

“GLAAD მოხარულია, რომ ლილი ვაჩოვსკის შეუძლია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია, იყოს თავის თავთან შესაბამისობაში. თუმცა, ის არ უნდა ყოფილიყო იძულებული, გაემჟღავნებინა თავისი იდენტობა მანამ, სანამ ამისთვის მზად იქნებოდა. ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ, რომ მიუღებელია დააქამინგაუთო ტრანსგენდერი, ისევე როგორც გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი ადამიანი”. 

ვაჩოვსკებმა დიდება 1999 წელს, “მატრიცას” ტროლიგიის პირველი ფილმით მოიპოვეს. გასულ წელს მათ “იუპიტერის აღზევება” გადაიიღეს, ცოტა ხნის წინ კი Netflix-ისთვის სერიალი Sense8 შექმნეს.

ვაჩოვსკები

ლილი ვაჩოვსკი (მაშინ ცნობილი, როგორც ენდი) და ლანა ვაჩოვსკი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s