ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას “გირჩი” მხარს არ დაუჭერს. ჯაფარიძე “17 მაისთან” საუბარში განმარტავს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერების გაკეთება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“გირჩი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქორწინება არის ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლო და საეკლესიო საიდუმლოების ადგილი სახელმწიფოში და კანონმდებლობაში არ არის. ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს, სადაც მსგავსი საკითხები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული”, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ორ მოქალაქეს, თუ კი მათ ამის სურვილი აქვთ, უნდა შეეძლოთ თავიანთი ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმება და მათ ამაში ხელია არავინ არ უნდა შეუშალოს.

“თუ საუბარია სამოქალაქო რეგისტრაციაზე და თუ არსებობს უფლება, რომ ორმა ადამიანმა ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმოს, მაშინ ნებისმიერ ორ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამის უფლება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის და მოქალაქეები ვალდებულები არ უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფოს თავიანთი ურთიერთობების შესახებ ანგარიში ჩააბარონ. ეს არასწორია”, – აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე “17 მაისთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე კოალიცია “ქართული ოცნება” ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერას გეგმავს. აღნიშნული პროექტი შესაძლოა, 14 მარტის ბიუროს სხდომაზე შევიდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი “თავისუფალი დემოკრატების” 4-მა წევრმაც, გიორგი ცაგარეიშვილმა, ზურა აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ და დავით ონოფრიშვილმა, დაუჭირა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s