ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ინკლუზიური სწავლების ცენტრი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ცნობით, სკოლის სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა განახლებული მეთოდებით იქნება შესაძლებელი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის სკოლის პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განათლების სამინისტრომ 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის “საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” ფარგლებში განახორციელა.

ინვენტარის შეძენისთვის 40 000 ლარი გაიხარჯა. ხოლო, სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა.

ამჟამად, სკოლის ინტეგრირებულ და დამოუკიდებელ კლასებში 47 შშმ მოზარდი სწავლობს. ინკლუზიური სწავლების ცენტრში დღის პირველ ნახევარში აკადემიური უნარების განვითარება მიმდინარეობს. ხოლო, დღის მეორე ნახევარში სახელოსნოებში სწავლებას გადიან.

ცენტრში თიხის დამუშავების საამქრო მოქმედებს, სადაც ბავშვები თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას სწავლობენ. ასევე, აჭარის მთავრობის ცნობით, იგეგმება სამკერვალო ჯგუფის გახსნა.

მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც 150 000 ლარად ელექტრონული ტენდერის მეშვეობით იქნა შეძენილი. სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბავშვებს მაისიდან მოემსახურება.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s