ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, განსაზღვრება, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის ერთობა, ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნისთვის სრულიად მისაღებია.
“ის, რომ პარლამენტის პრაქტიკულად სრული პარტიული წარმომადგენლობა მხარს უჭერს ამას, იმაზე მიუთითებს, რომ ასეთია მოსახლეობის პოზიცია. ეს არის კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის, კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის მისაღები გადწყვეტილება”, – თქვა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო წინადადების პროექტის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითიკავშირი.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
ცვლილების ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 7 მარტს მიიღო.
“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შესაძლოა, 14 მარტის ბიუროს სხდომაზე შევიდეს.