მიჩიგანის კათოლიკური ეკლესია საქორწინო კავშირებით მიღებულ შეღავათებს გეი თანამშრომლებზეც გაავრცელებს.

ეკლესიის შეღავათები მხოლოდ იმ თანამშრომლებზე გავრცელდება, რომლებიც არანაკლებ 18 წლის არიან, ფინანსურად დამოუკიდებლები და არანაკლებ 6 თვისა სხვა ადამიანთან ცხოვრობენ. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მეგობარი, დეიდაშვილი, ძმა, მშობელი, შეყვარებული ან მეუღლე.

ეკლესიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თუ აღნიშნული წესის გეი წყვილებზე არ გავრცელდებოდა, ეს მათი “ვიწრო ხედვის” მაჩვენებელი იქნებოდა და სხვა არაფერი.

თუმცა, კათოლიკური ეკლესია განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს, რომ ლგბტ ადამიანების ქორწინებას კათოლიკური ეკლესია მიესალმება. მიჩიგანის კათოლიკური ეკლესია ხაზს უსვამს, რომ ეკლესია კვლავ ეწინააღმდეგება ქორწინების თანასწორობას.

მიუხედავად ამისა, მიჩიგანში ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ კათოლიკური ეკლესიის ეს ნაბიჯი პროგრესულია და ხელს უწყობს ოჯახების დაცვას.

წყარო: www.lgbtqnation.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s