საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის წინადადება, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინა – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც, ოკუპაციის პირობებში, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ ვითარებაში უწევთ ცხოვრება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში უნდა იყვნენ ჩართულები პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები, რადგან, როგორც ეს წინადადებაში იყო აღნიშნული, პირადობის ნეიტრალური მოწმობის შესახებ სამოქმედო გეგმაში ნათქვამია: “აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის მოითხოვოს ყველა ის სოციალური შეღავათი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის არის განსაზღვრული”.

“სახალხო დამცველი აცნობიერებს, რომ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა ძვირადღირებულია და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა, მინისტრის პასუხიდან არ ირკვევა, რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირისთვის სამკურნალო მედიკამენტების გადაცემა (განსხვავებით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მქონე პირისაგან) და რატომ არ არის საკმარისი უკვე არსებული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, პირველი აბის ვიდეოკამერის წინ მიღება, ორ კვირაში ერთხელ ვიზიტი კლინიკაში და დარჩენილი მედიკამენტების ვიდეოკამერის წინ გადათვლა და ყოველი თვის ბოლოს წინა თვის წამლის ცარიელი ყუთის ჩაბარება”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის წინადადებით, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისათვის C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა და მკურნალობის კურსის გავლა უნდა განეხორციელებინათ იმავე წესით, როგორც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მქონე პირებისათვის, რაც, მათი აზრით, არ აჩენს დამატებით საფრთხეებს პროგრამის მიზნებისათვის.

“აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობდა განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით, პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი გაცემული იყო მხოლოდ 278 პირზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების პროცედურა შედარებით უფრო რთული და ხანგრძლივია, ვიდრე პირადობის ნეიტრალური მოწმობის აღებისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის საფუძველზე მათთვის C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.

ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას, მათ შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჯანმრთელობისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პროგრამას ხელმისაწვდომს გახდის ერთ-ერთი ყველა მოწყვლადი კატეგორიის პირებისათვის ქვეყანაში.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s