სამხრეთ კორეის გენდერული თანასწორობის ახლადარჩეულმა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომIT კომპანია სწორედ მააშინ დააარსა, როდესაც თავის ორ შვილს ზრდიდა. ახლა კი ის ცდილობს დაარწმუნოს კომპანიის მფლობელები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები, რომ ახალბედა მშობლები სამსახურიდან არ გაათავისუფლონ.

გენდერული თანასწორობის მინისტრის, კანგ იუ ჰის თქმით, სამხრეთ კორეა კვლავ კარგავს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს მას შემდეგ, რაც ქალები დედები ხდებიან. ამიტომ ის, დეკრეტული შვებულების შემოღებას მხარს უჭერს. კანგ იუ ჰი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დანერგილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ქალები, რომლებიც მუშაობენ, ცუდი დედები არიან, ან ქალები, რომლებიც დედები არიან, ცუდი და არაკომპეტენტური თანამშრომლები იქნებიან. გენდერული თანასწორობის მინისტრი აღნიშნავს, რომ ქალები მათი სამუშაო უნარებით, ცოდნითა და პროდუქტიულობით უნდა შეფასდნენ.

ქალების როლის და ცართულობის გაზრდა შრომით ბაზარზე და საჯარო სივრცეებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, პარკ გიუნ ჰაის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის საშუალო ასაკთან შედარებით მომუშავე მოქალაქეების ასაკი შემცირდა, აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა.

“კორეაში უკვე მოქმედებს დეკრეტული შვებულებისა და ბავშვზე ზრუნვის მაღალი დონის სისტემა. ახლა მთავარია, იგი სწორად გამოვიყენოთ. კომპანიებმა აუცილებლად უნდა შეცვალონ თავიანთი ძველი დამოკიდებულებები ახალბედა მშობლების, განსაკუთრებით, დედების მიმართ. ადამიანებს სამსახურში არ უნდა ჰყავდეთ ისეთი უფროსი, რომელიც სამუშაო დღის ბოლოსკენ მათ კიდევ ახალ დავალებებს მისცემს”, – აღნიშნავს გენდერული თანასწორობის მინისტრი.

კანგი სამხრეთ კორეის გენდერული თანასწორობის მესამე მინისტრია. 2012 წლამდე იგი ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2012 წლის შემდეგ კი იგი კორეის IT ბიზნესის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო.

“არსებობს მოსაზრება, რომ ახალბედა დედების შრომითი უფლებების დამცველი კორპორაციული კულტურა პროდუქტიულობას ამცირებს, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით, თანამშრომლები, ვინც აღნიშნული სისტემით შეღავათებს იღებენ, ხდებიან უფრო ლოიალურები და კეთილგანწყობილები იმ კომპანიების მიმართ, სადაც მუშაობენ. ეს კი მათ ენთუზიაზმს და შესაბამისად, პროდუქტიულობას ზრდის. კორეაში მოქმედებს დეკრეტული შვებულებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემები, თუმცა საზოგადოებაში არ არის დამკვიდრებული ამ სერვისების გამოყენების კულტურა”, – აღნიშნა კანგმა.

-1x-1

კორეაში დედებს 65 კვირიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უფლება აქვთ. მამებს კი 53 კვირიანი.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტების 80% აღნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლებისა და მენეჯერებისგან არაპირდაპირ ზეწოლას განიცდიან, რის გამოც დეკრეტულ შვებულებას ვერ იღებენ. მსგავსი ზეწოლისა და დამოკიდებულების გამო, დასაქმებული კაცების მხოლოდ 6% იღებს დეკრეტულ შვებულებას. ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდენს ახალბედა დედების სამომავლო კარიერულ წინსვლაზე.

კანგი აღნიშნავს, რომ შვილის აღზრდა და მუშაობა სულაც არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო რამ და ამის დამადასტურებლად საკუთარი გამოცდილება მოჰყავს, რომელიც შვილების აღზრდის პარალელურად კომპანიას მართავდა.

გენდერული თანასწორობის მინისტრი აღნიშნავს, რომ იგი აქტიურად იმუშავებს კორეის მრეწველობისა და სავაჭრო პალატებთან, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ძირითადი პრინციპები და წესები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ნორმალური სამუშაო პირობებისა და კულტურის ჩამოყალიბებას.

წყარო: www.bloomberg.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s