“მატრიცას” ტრილოგიის რეჟისორმა, ენდი ვაჩოვსკიმ ქამინგ აუთი გააკეთა და თქვა, რომ ტრანსგენდერ ქალია. მისი სახელი ამიერიდან არა ენდი, არამედ ლილია.

ლილის თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ მისი გენდერის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გამჟღავნდებოდა. ამიტომ, ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.

ლილი ვაჩოვსკის ამ განცხადების შემდეგ, GLAAD-მა (გეებისა და ლესბოსელების ალიანსი ცილისწამების წინააღმდეგ) ის წესები და შენიშვნები გამოაქვეყნა, რომლებიც მედიამ ტრანსგენდერთა საკითხებზე მუშაობის დროს უნდა გაითვალისწინოს:

ისაუბრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ტრანზიციას განიცდიან და სიტყვა ტრანსგენდერი ზედსართავ სახელად გამოიყენეთ.

მაგალითად, ლილი ვაჩოვსკი ტრანსგენდერი ქალია. არ გამოიყენოთ ტრანსგენდერი, როგორც არსებითი სახელი, მაგალითად ასე: “ლილი ვაჩოვსკი ტრანსგენდერია”, არც “ტრანსგენდერი გახდა” ან“ტრანსსექსუალი”.

არ მოიხსენიოთ ტრანსგენდერი ადამიანი, მაგალითად, ლილი ვაჩოვსკი, მისი ყოფილი სახელით.

მან სახელი შეიცვალა. შესაბამისად, მისი ეს გადაწყვეტილება ისეთივე პატივისცემას იმსახურებს, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილება, ვინც სახელს იცვლის. თუ ვსაუბრობთ პერიოდზე, როცა ლილი ვაჩოვსკი საზოგადოებისთვის მისი ყოფილი სახელით იყო ცნობილი, უნდა ვთქვათ “ლილი ვაჩოვსკი, წარსულში ცნობილი, როგორც ენდი ვაჩოვსკი”.

ლილი ვაჩოვსკის იდენტობა, როგორც ქალის, უნდა განვსაზღვროთ მის გენდერულ იდენტობად და არა სექსუალურ ორიენტაციად.

გენდერული იდენტობა არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმა. სექსუალური ორიენტაცია კი განსაზღვრავს იმას, თუ ვინ იზიდავს ადამიანს. ისინი განსხვავებული ცნებებია და ერთმანეთთან არ უნდა გავაიგივოთ ან შეგვეშალოს.

არ გამოიყენოთ ფრაზა “კაცად დაბადებული”.

თუ აუცილებელია იმის ახსნა, რას ნიშნავს ტრანსგენდერი, თქვით: “ლილი ვაჩოვსკი დაბადების მოწმობის მიხედვით კაცია, მაგრამ ახლა ქალის იდენტობით ცხოვრობს”. 

არ მოახდინოთ იმ სამედიცინო პროცედურებით სპეკულირება, რომლებითაც ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციის პერიოდში სარგებლობენ ან არ სარგებლობენ, ეს პერსონალური სამედიცინო ინფორმაციაა.

გენდერული იდენტობა სამედიცინო პროცედურებზე დამოკიდებული არ არის. სამედიცინო ასპექტების ხაზგასმა ხელს უშლის საზოგადოებას, დაინახოს ტრანსგენდერი ადამიანის პიროვნება.

ადამიანი, რომელიც საშუალო ასაკში ამბობს, რომ ტრანსგენდერია, არ უნდა დავადანაშაულოთ სიცრუეში იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა.

ოჯახის მიერ ტრანსგენდერი ადამიანების უარყოფის, დისკრიმინაციის და ფსიქოლოგიური ძალადობის რიცხვი განსაკუთრებით მაღალია. ყველა ტრანსგენდერი ადამიანი უნდა მოემზადოს ქამინგ აუთის შემდგომი მოსალოდნელი შედეგებისთვის და იცხოვროს თვითაღქმის შესაბამისად. სიფრთხილე არ ნიშნავს, რომ ისინი ცრუობენ. ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ, თავიანთი გენდერული იდენტობის საიდუმლოდ შენახვა მანამ, სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s