უნივერსიტეტში კანცლერის არჩევის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. სენატის წევრებს სტუდენტები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
თსუ-ში პოლიციაც არის მობილიზებული. მათ რექტორის, ლადო პაპავას მოწოდების მიუხედავად შენობა არ დატოვეს
სტუდენტებმა თავადაც სცადეს დარბაზში შესვლა. დაცვა მათ ამის საშუელაბა მისცა, რაც დაცვის წევრებსა და სტუდენტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შეხლა-შემოხლის გამო გამო კანცლერის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს.
შეგახსენებთ, კანცლერის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილია წარდგენილი. სტუდენტები ითხოვენ, ის უნივერსიტეტის კანცლერად არ იქნეს არჩეული. რამდენიმე დღის წინ მათ გაფრინდაშვილს მოუწოდეს, კანდიდატურა მოეხსნა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.
სტუდენტების თქმით, გიორგი გაფრინდაშვილი უშიშროების სამსახურის თანამშრომელია. ისინი გაფრინდაშვილს ძალადობაშიც ადანაშაულებენ.