თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

“17 მაისის” კორესპონდენტი იუწყება, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში შეკრებილი სტუდენტები იმ დარბაზის კარების შემტვრევას ცდილობენ, სადაც არჩევნები მიმდინარეობს. თუმცა, საპატრულო პოლიცია, რომელიც უნივერსიტეტშია მობილიზებული, მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილია წარდგენილი.

სტუდენტები ითხოვენ, გიორგი გაფრინდაშვილი არ იქნეს არჩეული. რამდენიმე დღის წინ მათ გაფრინდაშვილს მოუწოდეს, კანდიდატურა მოეხსნა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

სტუდენტების თქმით, გიორგი გაფრინდაშვილი უშიშროების სამსახურის თანამშრომელია. ისინი გაფრინდაშვილს ძალადობაშიც ადანაშაულებენ.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მას თვითმმართველობის პრეზიდენტის პოსტი ეჭირა. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ. მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის არ სცემდა”.

“ჩვენი პროტესტი იმით დაიწყო, რომ თვითმმართველობის გაუმართლებელი ქმედებები, უმიზნო ხარჯები გავაპროტესტეთ. მათი აქტივობები არ შეესაბამება უნივერსიტეტის და სტუდენტების პრობლემებს. აქედან გამომდინარე კი ვაპროტესტებთ კანცლერად იმ პიროვნების არჩევას, რომელიც თვითმმართველობის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ვფიქრობთ, მისი არჩევის შემთხვევაში არამიზნობრივი ხარჯები გასამმაგდება”, – ამბობს ნათია ჯულაყიძე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s