კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების შეცვლა რუსულ პროპაგანდას დაასრულებს – ეს საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ თავისუფალი დემოკრატების პოზიციაა.

პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერის შეცვლა სწორი ნაბიჯია.

“თავისუფალ დემოკრატებს” არაერთხელ გვითქვამს და განგვიცხადებია, რომ მიგვაჩნია, რომ ქორწინება მიგვაჩნია ქალის და კაცის შეუღლებად. თქვენ ასევე კარგად მოგეხსენებათ, რომ ის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც რუსეთმა აამოქმედა, რომ აი ევროპას რა შემოაქვს და ამაზეა ორიენტირებული ჩვენი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში და ა.შ, მე ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ პროპაგანდისტულ ელემენტსაც წერტილს დაუსვამს ეს თემა.

ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებში ისედაც გაცხადებული იყო, რომ ქორწინება საქართველოში სწორედ ქალის და მამაკაცის შეუღლებაა, მაგრამ ეს არ იყო გამყარებული კონსტიტუციით. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ეს ხოლოდ საარჩევნო პერიოდისთვის გამიზნული მოქმედებაა ხელისუფლების მხრიდან და არაფერია, თუ არა პიარი, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ შევხედავთ სხვა დანარჩენ ფაქტორებს, იმავე პროპაგანდას დასავლურ ფასებულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, ამით შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ ამ საკითხს და გავამყაროთ კონსტიტუციით.

მე ამ ცვლილების დამტკიცებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ და ვფიქრობ, ეს არის სწორი ნაბიჯი. კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ 113 ხმით მივიღოთ, დავამტკიცოთ და წერტილი დავუსვათ ამ საკითხის განხილვას და ვინმეს ხელში მანიპულირების საგნად ქცევას”, – თქვა დეპუტატმა. 

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო წინადადების პროექტის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

ცვლილების ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 7 მარტს მიიღო.

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერას გეგმავს.“თავისუფალი დემოკრატები” კი  ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტის თანაავტორები გახდნენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შესაძლოა, 14 მარტის ბიუროს სხდომაზე შევიდეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s