გურჯაანში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს კრიზისული ცენტრი შეიფარებს – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა” ორადგილიანი კრიზისული ცენტრი გურჯაანის გამგეობის შენობაში გახსნა. ძალადობის მსხვერპლი ქალები კრიზისულ ცენტრში მანამ დარჩებიან, სანამ მათ მსხვერპლის სტატუსი მიენიჭებათ. სტატუსის მიღების შემდეგ კი, თავშესაფარში გადაიყვანენ.

ქსელის ხელმძღვანელი, ნატო შავლაყაძე ამბობს, რომ ეს პირველი კრიზისული ცენტრია საქართველოში, რომელიც ქუჩაში დარჩენილ, სახლიდან გამოგდებულ, დამცირებულ და შეურაცხყოფილ ქალებს შეიფარებს.

“ჩვენი კვლევებით, საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში კი ადგილები მუდმივად დაკავებულია. მსხვერპლთა 50%, ვინც ჩვენი თავშესაფრით ისარგებლა, მოძალადესთან დაბრუნდა. მიზეზი სწორედ ის არის, რომ წასასვლელი არსად აქვთ, არც სამსახური აქვთ და არც სხვა შემოსავალი. კახეთში გახსნილი კრიზისული ცენტრი კი არის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი მანამ, სანამ ისინი სტატუსს მიიღებენ და სახელმწიფო თავშესაფარში გადავლენ”, – განაცხადა შავლაყაძემ.

გურჯაანის კრიზისული ცენტრის გახსნაში მონაწილეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ცენტრალური მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ცენტრის გახსნა კი პოლონეთის საელჩოსა და ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით მოხერხდა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s