კენიელი რეპერის მუსიკალური ვიდეო გეი თემატიკის გამო დაბლოკეს. ვიდეოში ნაჩვენებია ორი ქალის კოცნა და გეი წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა, რის გამოც კენიაში აღნიშნული ვიდეო აიკრძალა. ამ ქმედებამ საზოგადოებაში უკურეაქცია გამოიწვია, საბოლოოდ კი ვიდეო იმაზე პოპულარული გახდა, ვიდრე ამას კლიპის ავტორები ვარაუდობდნენ.
მუსიკალური ვიდეო, კენიელმა რეპერმა Art Attack-მა მაქლმორისა და რაიან ლუისის სიმღერაზე გადაიღო.
“ველოდით, რომ მუსიკალური ვიდეო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა, მაგრამ არ გვეგონა, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა.
ვიდეოს თემატიკა არის სიყვარული და არა ეროტიკა”, – აღნიშნავს რეპერი.