მთავრობის კანცელარიასთან, 20:00 საათზე “ქალთა მოძრაობა” პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გააპროტესტებს.

განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა ავრცელებს, ნათქვამია, რომ ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელება ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პირადი ცხოვრებით ადამიანების შანტაჟის მცდელობასთან.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. 

შესაბამისად, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერების გაკეთება.

ჩვენ აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება, აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ სპეკულაციები და შანტაჟი!

მოვითხოვთ, სასწრაფოდ დადგეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი! მათ შორის პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სუს-ის!” – ნათქვამია “ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, მოვიდნენ საქართველოს კანცელარიასთან და უთხრან არა შანტაჟს, არა მანიპულაციას და სპეკულაციას.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s