11 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მიზნით, ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში – გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახური; გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესაძლებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში; ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მდგომარეობის დროს; იარსებებს მხოლოდ სამხედრო პროფესიული სამსახური; აღარ იარსებებს სავალდებულო სარეზერვო სამსახური; თვითმმართველობებში გაუქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; სამხედრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით; ხელი შეეწყობა საქართველოში სამხედრო-პროფესიული არმიის შექმნას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

განმარტებითი ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა, გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ასევე, კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შემცირდება.

გარდა ამისა, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

“სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნება გათვალისწინებული ხარჯები თვითმმართველობებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. მოქალაქეთა აღრიცხვისთვის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გარდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s