ახალი კვლევის მიხედვით, რომ ამერიკელი მოზარდების,13-20 წლის ასაკობრივ ჯგუფის, მხოლოდ 48% იდენტიფიცირდება როგორც ჰეტეროსექსუალი, 52% კი საკუთარი სექსუალობის ცალსახა იდენტიფიცირებას არ ახდენს.

21-34 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, მოზარდებს გაცილებით თავისუფალი და არასტერეოტიპული დამოკიდებულება აქვთ თავიანთ სექსუალობაზე.

6 ქულიანი შკალის გამოყენებით, სადაც 0 აღნიშნავს ჰეტეროსექსუალობას, ხოლო 6 ჰომოსექსუალობას, მოზარდების მესამედზე მეტმა თავისი სექსუალობის განსასაზღვრად 0-სა და 6-ს შორის არსებული სხვა ციფრები აირჩია.

ruby-rose-1

კვლევის ავტორების, ჯეი ვოლტერ ტომპსონის ჯგუფის წევრების თქმით, ეს ნიშნავს, რომ რესპონდენტების მესამედი ბისექსუალად იდენტიფიცირდება.

რაც შეეხება გენდერულ იდენტობას, მოზარდების 56% აღნიშნავს, რომ ისინი იცნობენ ადამიანებს, რომლებიც გენდერულად ნეიტრალურები არიან და თავიანთ თავს ცალსახად არ მიაკუთვნებენ ქალს, ან კაცს.

რაც შეეხება 23-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, იგივე პასუხი ამ რესპონდენტების მხოლოდ 2/5-მა დააფიქსირა.

კითხვაზე, სრულიად ეთანხმებით თუ არა, რომ გენდერი არ განსაზღვრავს ადამიანს ისე, როგორც უნდა განსაზღვრავდეს – 13-20 წლის ასაკობრივი ჯგუფის მესამედზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა. 23-34 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან კი მსგავსი მაჩვენებელი 23%-ია.

ამერიკელ მოზარდთა 70%-ზე მეტი სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჯარო ადგილებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გენდერულად ნეიტრალური ადამიანებისთვის ადაპტირებული სააბაზანოები.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა რაოდენობა სრულად არ ფარავს ამერიკის მოსახლეობას, ჯეი ვოლტერ ტომპსონის ჯგუფის წარმომადგენელი, შეფარდ ლაგლინი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ტენდენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გავრცელებული.

“აღნიშნული კვლევა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ამერიკელ მოზარდებს, 13-20 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს, ნაკლებად აქვთ გენდერისა და სექსუალობის შესახებ დღემდე არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება, ვიდრე 23-34 წლის ადამიანებს”, – განაცხადა შეფარდ ლაგლინმა.

წყარო: www.pinknews.co.uk

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s