სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი 11 მარტს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ვიდეოების გავრცელება შემაშფოთებელია.

“საგანგაშოა პირადი ცხოვრების უფლების ისეთი მაღალი ინტენსივობით დარღვევა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. შემაშფოთებელია ისიც, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი არაერთ მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პროკურატურა უსწრაფესად გამოიძიებს აღნიშნულ დანაშაულს, ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდება და სათანადო სიმკაცრით დაისჯება”, – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი მედიაში მსგავსი კადრების გაშუქების ფაქტსაც შეეხო და მედიის წარმომადგენლებს პირადი ცხოვრების პატივისცემისკენ მოუწოდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s