თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის მონაწილეები 12 მარტს, 15:00 საათზე საჯარო განხილვას მოაწყობენ, სადაც უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე იქნება საუბარი.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პრობლემები უკვე დიდი ხანია უნივერსიტეტში არსებობს. მათ სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურის მოხსნა, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის სასწრაფო ცვლილება და ე.წ. ოდეერების უნივერსიტეტიდან გასვლა და აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი არობელიძე “17 მაისთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სტუდენტები მანამ გააგრძელებენ აქციებს, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

“ჩვენ ამ მოთხოვნებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ლადო პაპავამ იცის ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ამდენი ხანია არაფერი შეცვლილა. ჩვენ არ დავიშლებით მანამ, სანამ შესაბამისი პირები არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენი აქციები გრძელდება. 13 მარტს იგეგმება აქცია-კონცერტი, სადაც სხვადასხვა ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას და გაიმართება სავარაუდოდ, პირველი კორპუსის ეზოში, 14 მარტს კი გაიმართება უკვე ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია”, – აღნიშნავს არობელიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებმა. გარდა ამისა, თსუ-ში მათ ილიაუნის სტუდენტები და პროფესორები შეუერთდნენ. აქციას შეუერთდნენ რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლებიც. გუშინ, გვიან ღამით სტუდენტებს ტყიბულელი მეშახტეც შეუერთდათ.

აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ. ისინი, თსუ-ს რექტორს, უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ზეგაკანვეთური სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავენ.

“გვინდა ლადო პაპავას მივმართოთ თხოვნით, რომ უნივერსიტეტი არის გაძლიერებული დაცვის რეჟიმზე გადასული. გუშინ გვქონდა დაცვის სამსახურთან საუბარი და მათ გვითხრეს, რომ უწევდათ ზედმეტი სამუშაოს შესრულება და მათ ამისთვის ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არ აძლევდნენ. ეს არის შრომის კოდექსის უხეში დარღვევა და მივმართავთ ლადო პაპავას, რომ დაცვის თითოეულ წევრს აუნაზღაუროს თითოეული წუთი, რომელიც მათ ზედმეტად გაატარეს უნივერსიტეტში” , – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s