დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 13 მარტს ფოტოგამოფენა – ”ჩემი მეგობრები” გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 27 ფოტოგრაფის 53 ფოტო. როგორც გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი აღნიშნავს, ამ ღონისძიების მიზანი საზოგადოებისთვის მათი ცხოვრების ყოველდღიურობის გაცნობა იყო.

”21 მარტის კვირეული დაიწყო დღეს ფოტოგამოფენით ”ჩემი მეგობარი”. წლევანდელი კვირეულის საერთაშორისო მესიჯი აწყობილი არის მეგობრობის თემატიკაზე. ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა. კამპანიის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება მეგობრობის თემაზე და მათ მნიშვნელობაზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებაში”, – აღნიშნავს კავშირის ”ჩვენი ბავშვები” წარმომადგენელი, გოჩა გაბოძე.

ორგანიზატორი, ლია ტაბატაძის თქმით, ფოტოგამოფენით გაიხსნა კვირეული, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდება.

”კამპანიის განმავლობაში ასევე გვექნება დისკუსიები, ჩატარდება პირველი კონფერენცია ამ თემაზე, რომელსაც მხარს უჭერს ჯანდაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, იქნება პერფომანსი ”მეგობART” და იქნება სპექტაკლის ”პატარა უფლისწულის” ჩვენება და ვეცდებით საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ თემებზე, რა თემებზეც ჩვენი საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ღიად არ საუბრობს. ვისაუბროთ უფრო ღიად დაუნის სინდრომის შესახებ და გავიგოთ უფრო მეტი, თუ რა არის დაუნის სინდრომი და როგორ უნდა დავუჭიროთ მათ მხარი, რომ ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ”, – აღნიშნავს ლია ტაბატაძე.

ფოტოგამოფენას ასევე ესწრებოდნენ და მხარს უჭერდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. მათ შორის, საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.

კავშირი ”ჩვენი ბავშვები” წელს მეხუთედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია Down Syndrome International-თან ერთად.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლოს მატარებელია. დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

Picture 016

Picture 010

Picture 004

Picture 020

Picture 022

Picture 031

Picture 009

Picture 026

Picture 008

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. 5 photograpi ara.27 photograpis gamopena iyo.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s