თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც კანცლერის არჩევას აპროტესტებენ, უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორს, ნინო კაკულიას “იდენტობას” კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით გაკეთებული ჰომოფობიური შინაარსის კომენტარის გამო, ბოდიშის მოხდა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს.

სტუდენტებმა მოითხოვეს, კაკულიას ბოდიში “17 მაისის” ვებ-გვერდის საშუალებით გაევრცელებინა.

“როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის გაზრდაზე კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, როგორც უნივერსიტეტის გაზეთის თანამშრომელს, მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, თუ რატომ ტარდებოდა კონფერენცია. მეუბნებოდნენ, რომ ეს უმრავლესობის გაღიზიანებას გამოიწვევდა – “როგორ ჯობია, უმრავლესობას აწყენინო თუ უმცირესობასო” და მთხოვეს, ხმა მიმეწვდინა რექტორისთვის, იქნებ არ დაუშვას ამ კონფერენციის გამართვაო.

ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ფბ პოსტზე მე კომენტარი გავაკეთე და ვაღიარებ, რომ არაკორექტული ფრაზები გავაჟღერე ლგბტ ადამიანებისადმი. ვფიქრობ, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულება რედაქტორის მხრიდან დაუშვებელია და მე ვგმობ ამ ჩემს ჰომოფობიურ გამოვლინებას. მე მაშინვე წავშალე ჩემი სიტყვები, თუმცა, მისი ფოტო შეინახეს.

როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეს შენახული იყო და გამოაქვეყნეს, ბოდიში მოვიხადე არაკორექტული განცხადებისთვის. როგორც ჩანს, ზოგიერთი კონფერენციაში მონაწილე სტუდენტისთვის ეს ბოდიში საკმარისი არ აღმოჩნდა და მოითხოვეს, განმარტება გამეკეთებინა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მე წამომცდა და ჩემი მხრიდან ამ სიტყვების თქმა არ იყო საკადრისი. ბოდიშს ვიხდი არაკორექტული სიტყვებისთვის”, – განაცხადა კაკულიამ “17 მაისთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის “უნივერსიტეტი” მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში გენდერის ინსტიტუტისა და ორგანიზაცია “იდენტობას” ერთობლივი კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით ჰომოფობიური შინაარსის კომენტარი გაავრცელა და აღნიშნა, რომ “ბოზობისა და ამორალობისადმი მგრძნობელობის გაზრდაზე სხვა სივრცეში უნდა ისაუბრონ”.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s