ბათუმის საქალაქო სასამართლომ დელფინარიუმში შშმ პირების შესვლის საფასური, რომელიც სხვა პირებისთვის დაწესებულ საფასურს აღემატება, დისკრიმინაციულად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 14 მარტს, დილის ათ საათზე გაავრცელა.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის, ანა აბაშიძის განმარტებით, ფასთა შორის სხვაობა, რომელიც მხოლოდ შშმ პირებს აზარალებდა, დისკრიმინაციულ მოპყრობად გამოცხადდა.

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რომლითაც ვითხოვდით დისკრიმინაციის ფაქტი დადგენილიყო სასამართლოს მხრიდან. მოპასუხეები იყვნენ ბათუმის დელფინარიუმი და ბათუმის მერია. სასამართლომ ლოგიკურად ჩათვალა ჩვენი მოთხოვნები და დასაბუთება ხოლო, მათი შეპასუხება აბსოლუტურად უარგუმენტო იყო და როგორც ჩანს, სასამართლომაც არ გაიზიარა ეს შეპასუხება. აქედან გამომდინარე, დილის ათ საათზე გავიგეთ, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ფასთა შორის სხვაობა, რომელიც მხოლოდ აზარალებს შშმ პირებს, გამოცხადდა დისკრიმინაციულ მოპყრობად. მოპასუხე მხარეები იძულებული გახდებიან შეცვალონ ეს პოლიტიკა”, – განუცხადა აბაშიძემ “17 მაისს”. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისის თვეში ფეისბუქში გავრცელდა ფოტო, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის მსურველების კატეგორიებად დაყოფას, ამ კატეგორიებში შშმ პირების ცალკე მოხსენიებას და მათთვის დადგენილ ძვირ გადასახადს ასახავდა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s