არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ სტუდენტებისთვის გამოცხადებულ მხარდაჭერას მიესალმება.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “იდენტობა” სტუდენტების მოთხოვნებს უერთდება.

“ჩვენ ვუერთდებით სტუდენტების მოთხოვნებს, კერძოდ კი თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების (ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის) უნივერსიტეტიდან გაყვანას. ასევე, მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, მიმართულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ და სასწავლებლის ადმინისტრირების მოდელის ისეთ ცვლილებისკენ, რომელიც თსუ-ს მართვის ეფექტურობას გაზრდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველა იმ ადამიანის ქცევა, რომლებიც არსებულ სიტუაციას საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად ან პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის იყენებენ.

“მადლობას გიხდით იმისთვის, რომ “იდენტობა”-ს ჩაშლილი კონფერენციის საკითხიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არაერთხელ იქნა წამოწეული და განხილული როგორც მინისტრთან, ასევე უნივერსიტეტის რექტორთან და დეკანებთან შეხვედრისას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ და თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას ითხოვენ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s