ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა.

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით, რაც ნათლად გამოხატავს ნორმის შინაარსს და მოხსნის ამ ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს საზოგადოების დიდ ნაწილში.

პროექტის ავტორად უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებია: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი”.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად “რესპუბლიკელების” ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გამიჯვნისა, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი – ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერს ხელს.

ცნობისთვის, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s