სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოიცავს, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ თანამდებობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს, რომელიც ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s