კამპანია “ეს შენ გეხება” 19 მარტს აქციის გამართავს და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას გააპროტესტებს.

როგორც კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აქცია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების საწინააღმდეგო იქნება მიმართული, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება.

ორგანიზაციების შეფასებით, ეს არის პირდაპირი შანტაჟი არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი საზოგადოების.

“ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა, როგორც სამართლიან და თანაბარ წინასაარჩევნო, ასევე ზოგადად, დემოკრატიულ გარემოზე ამ ქვეყანაში. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ის არ არის ეფექტიანი და პროცესი საზოგადოების მხრიდან ნდობით ვერ სარგებლობს. ამიტომ, მოვითხოვთ სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას, რაც ნიშნავს, რომ ამ ფორმატში სამართალდამცავებთან ერთად მინიმუმ მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები და არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მოთხოვნაც“, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კამპანია “ეს შენ გეხება” აქტიურ ფაზაში გადადის, ვინაიდან სწრაფი და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s