“არავინ მოვიტყუოთ თავი, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს.

ქუცნაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირებაა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოს ატვირთვა საქართველოში მოხდა.

“თანამედროვე ციფრულ სამყაროში საინფორმაციო არხების კონტროლი საკმაოდ რთულია. სადამ ჰუსეინი რომ სადამ ჰუსეინია, მან ვერ შეძლო ერაყის საინფორმაციო სივრცე თავიდან ბოლომდე ჩაეკეტა არასასურველი ინფორმაციისგან. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ცენზურითა და ინსტრუმენტებით იყო შეიარაღებული ეს დიქტატორი თავის ქვეყანაში. პუტინი რომ პუტინია, მას უჭირს რუსეთში საინფორმაციო სივრცის ჩაკეტვა. სოციალური ქსელები და ინტერნეტი ამის ძალიან კარგი საშუალებაა. შეგახსენებთ, ცნობილ კამპანიას, რაც “ვიკილიქსმა” აწარმოა – ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმაც კი ვერ შესძლო აღეკვეთა ის, რასაც “ვიკილიქსი” აკეთებდა, როცა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია სამზეოზე გამოჰქონდა”, – ამბობს ქუცნაშვილი.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, გამოსავალი მხოლოდ ვიდეოს ამტვირთველების მხილებასა და დასჯაშია, რაც ბევრად ადვილია, თუ საქართველოდან აიტვირთა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ თანამდებობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s