ორშაბათს, 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე “ლიბერალის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილემ მას ყელში წაუჭირა ხელი. “ლიბერალის” მეორე ჟურნალისტს კი ტექნიკა წაართვეს და იატაკზე დაანარცხეს. ტელეფონი წაართვეს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტსაც, რომელიც აქციას სწორედ ამ ტელეფონით იღებდა.

“17 მაისი” გმობს აღნიშნულ ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმა და მათთვის პროფესიული საქმიანობისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა ძირს უთხრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას – იმ პრინციპებს, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება ეფუძნება.

“17 მაისი” მოუწოდებს ხელისუფლებას,  დროულად გამოიძიოს მომხდარი და დასაჯოს ის პირები, რომლებმაც ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ამით  მათ პროფესიულ საქმიანობას შეუშალეს ხელი.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s