თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მიმართავენ.

თსუ-ში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა კამლაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის მიერ ჩატარებული აქცია დაგეგმილი პროვოკაციაა.

სტუდენტების უნივერსიტეტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს და “ქართულ ოცნებას” აკისრებენ.

“ხუთი დღეა ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და შენობაში ვართ გამაგრებული. ვაპროტესტებთ კანცლერის არჩევნებს და ვითხოვთ, გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რადგან მოძალადეა. ვითხოვთ, რომ მოხდეს თვითმმართველობის სტრუქტურის ცვლილება და გამოძიებულ იქნას “ოდეერების” საკითხი. ჩვენი პროტესტი არასდროს არ გაცდენია კანონის ფარგლებს და ის არის სამართლიანი და ლეგიტიმური. ამას დაადასტურებს ყველა.

დღევანდელი აქცია დაგეგმილი იყო სამი დღით ადრე. თვითმმართველობამ გამიზნულად დაგეგმა აქცია იმავე დროს და იმავე ადგილას, პროვოკაციის მიზნით. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. შემდეგ, ძალადობრივად შემოიჭრნენ შენობაში, რაც მათ მიერ დაგეგმილი და გათვლილი იყო. ისინი ამჟამად ლექტორის კაბინეტში შესვლას ცდილობენ.

პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რადგან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა იმყოფება აქ. ვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება და აიღოს პასუხისმგებლობა”, – ამბობს კამლაძე.

ამასთან, სტუდენტებმა მოითხოვეს, მოხდეს მომხდარი დაპირისპირების გამოძიება და სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიდეოკამერებში დაფიქსირებული ჩანაწერების ნახვა, სადაც, მათი მტკიცებით, “ნათლად ჩანს პროვოკაცია სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან”.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მოთხოვნებია: მოიხსნას გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა კანცლერის თანამდებობიდან, მოხდეს “ოდეერის” ინსტიტუტის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამოძიება და თვითმმართველობის არსებული ფორმის რეორგანიზება.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s