თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ წუთებში სიმშვიდეა. შენობაში ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებიც უნივერსიტეტში შემსვლელთა ვინაობას აკონტროლებენ.

აუდიტორია 115-ის სტუდენტები მსჯელობენ, უნდა შეხვდნენ თუ არა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს. სტუდენტები მინისტრის უნივერსიტეტში მოსვლის ვერსიასაც განიხილავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი “17 მაისთან” ამბობს, რომ მათ ხუთი მოთხოვნა აქვთ:

“პირველი, ეს არის შეიქმნას სამინისტროს მიერ კომისია, რომელიც განიხილავს და გადახედავს იმ კანონს, თუ როგორ აირჩევა რექტორი, კანცლერი და აკადემიური საბჭომეორე უპირობო მოთხოვნაა, მოხდეს თვითმმართველობის რეორგანიზება. მთ მთავარ ფუნქციად დარჩეს საფაკულტეტო საბჭოებში და სენატში ყოფნა. მესამე მოთხოვნა უცვლელი, რომ უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს “ოდეერისგან” და აბსოლუტური ავტონომიურობა უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტს. მეოთხე მოთხოვნაა, მთლიანი პასუხისმგებლობა აიღოს რექტორთან ერთად აკადემიურმა საბჭომ. მეხუთეა ის, რომ ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ აკადემიურ საბჭოს”.

შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა სამინისტროში 15 მარტს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა.

აუდიტორია 118აუდიტორია 118აუდიტორია 118აუდიტორია 118

IMG_7363IMG_7364IMG_7365

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s