ფილოსოფოსი და თსუ-ს ლექტორი, ლელა გაფრინდაშვილი უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში სტუდენტებს ხვდება.

გაფრინდაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობა უნივერსიტეტის ავტონომიისთვის, თავისუფლებისთვის და უნივერსიტეტში სწავლისთვის არ იბრძვის.

“სტუდენტებს აქვთ სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები, რომლებიც აბსოლუტურად დაკავშირებულია საუნივერსიტეტო, აკადემიურ სივრცესთან. ითხოვენ, უშიშროების სამსახურების გასვლას უნივერსიტეტიდან. ერთი მოთხოვნა შესრულდა.

სტუდენტებს სურთ, თვითმმართველობის რეფორმირება მოხდეს. სტუდენტები, რომლებიც ე.წ. თვითმმართველობას წარმოადგენს, ძალადობრივად იკავებდნენ რექტორის ოთახს და მის გადადგომას ითხოვდნენ. სრულიად ლოგიკურია აქ იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს ხალხი უნივერსიტეტის ავტონომიისთვის, თავისუფლებისთვის და უნივერსიტეტში სწავლისთვის არ იბრძვის. ისინი პირდაპირ დაკავშირებული არიან იმ ძალებთან, რომელთაც უნივერსიტეტის ავტონომია არ უნდათ და სურთ, უნივერსიტეტი იმართებოდეს გაურკვეველი ხალხი მიერ

მე მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ვხედავ ამ უნივერსიტეტს და აქ დავდივარ იმისთვის, რომ გადავცე ჩემი ცოდნა მათ და ხელი შევუწყო იმას, რომ ამ ცოდნის ხარისხი გაუმჯობესდეს”, – ამბობს გაფრინდაშვილი “17 მაისთან” საუბარში.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s